კორონავირუსი საქართველოში

რა შემთხვევაში ექვემდებარება ინფიცირებული ჰოსპიტალიზაციას – რატიანის განმარტება

ქართული ოცნება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი განმარტავს, რა შემთხვევაში ექვემდებარება COVID-19-ით ინფიცირებული მოქალაქე ჰოსპიტალიზაციას. რატიანის თქმით, სწორედ ამ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის დროს უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ოჯახის ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადებს კლინიკაში გადასაყვანად.

"ინფიცირების შემთხვევაში, მას თუ დაერთო კლინიკური სიმპტომატიკის გამოვლინება – 5 ტიპად შეგვიძლია დავყოთ გამოვლინება: აკლინიკური ფორმა, საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული. ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების მიხედვით, ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც: 

  • აქვთ ძლიერი საერთო სისუსტე;
  • გამოხატულია 48 საათს პლუს 1 საათი ცხელების ეპიზოდი – ეს არის ცხელება 38 პლუს 1°C;
  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • სუნთქვის გაძნელება;

ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა აუცილებლად ჰოსპიტალს. ეს იქნება ოჯახის ექიმი, თუ გადაუდებელი დახმარების ცენტრი". – ამბობს ლევან რატიანი.

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4 301 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 162 475 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 133 511 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 504 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები