არჩევნები 2020

მდინარაძე: ოპოზიციამ სპეციალურად გამოაგდო 3 საკითხი – ეგეთ სიბრიყვეზე დიქტატორებიც არ წავლენ

სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი და "გადადგეს ჟვანია" პოლიტიკური შეთანხმების საგნად რომ დააყენო, ეს მხოლოდ ნაცს მოუვა თავში.  

სპეციალურად გამოაგდეს ეს სამი საკითხი, რაზეც, სულ რომ გინდოდეს, შეუძლებელია საუბარი. ეგეთ სიბრიყვეზე არცერთი ქვეყნის ხელისუფალი არ წამოვა, მართლა დიქტატორები არ წავლენ ამაზე, იმათაც ეყოფათ ჭკუა - დიქტატორობა ზედმეტად არ დამაბრალონო. როგორ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში ილაპარაკო, რას გააკეთებს ჟვანია, რას გააკეთებს სასამართლო, ეს ჩადო პოლიტიკურ შეთანხმებაში.  

სპეციალურად გამოაგდეს ის პუნქტები, რომელიც კიდევ უფრო დააშორებს პოზიციებს ერთმანეთს. რეალურად, ასეც არ არის მთლად საქმე. იქ არის მაგიდაზე ისეთი საკითხები, რაზეც შეიძლება, კომპრომისი მოიძებნოს.

ამბობს ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმედის ეთერში საუბრისას. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები