რუსეთი

Pussy Riot-ის წევრი მოსკოვში პოლიციის საწინააღმდეგო აქციის გამართვის შემდეგ დააპატიმრეს

Pussy Riot-ის წევრს, მარგარიტა კონოვალოვას, მოსკოვში პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსის გამართვისთვის 20 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

Pussy Riot-ის წევრებმა მარია ალიოხინამ და რიტა ფლორესმა (მარგარიტა კონოვალოვამ) მხატვარ ფარხად ისრაფილი-გელმანთან ერთად, მოსკოვის ცენტრში, პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ადვოკატის თქმით, კონოვალოვას ბრალი ედება საჯარო ადგილას თავშეყრის გამართვის კანონის განუწყვეტლად დარღვევაში. მისივე თქმით, განაჩენი გასაჩივრდება. 

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, მარია ალიოხინას თქმით, კონოვალოვა პოლიციამ 3 დეკემბერს ის საავადმყოფოში დააკავა, სადაც ის ღამით დაუდგენელი დაავადების სამკურნალოდ გადაიყვანეს.

შეკრების კანონის დარღვევისთვის ისრაფილი-გელმანი 28 ნოემბერს დააკავეს, ხოლო მარია ალიოხინა - 2 დეკემბერს. მათთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.

28 ნომებერს სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის წინ ალიოხინამ და ფლორესმა სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმული ისრაფილ-გელმანი წებოვანი ლენტით ბოძზე მიაკრეს. ალიოხინასა და ფლორესს რუსული ტრადიციული სამოსის სტილის ტანსაცმელი ეცვათ.

"ქაღალდის ჭიქებსა და პლასტმასის ბოთლებს უმიზეზოდ უწოდებენ იარაღს, სინამდვილეში ყველაზე საშინელი იარაღი, მიმართული ჩვეულებრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, პოლიციური სახელმწიფოა. სახიფათოა ქაღალდის ჭიქა და პლასტმასის ბოთლი? - არა!... ჩვენ ვეწინააღმდეგებით პოლიციის თანამშრომლების მხრიდან წამებას, ძალადობასა და და აგრესიას". – აცხადებს Pussy Riot-ი.

2019 წელს, მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტებს პოლიციელების წინააღმდეგ ქაღალდის ჭიქებისა და პლასტმასის ბოთლების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

აქციის შემდეგ პოლიციამ ფარხად ისრაფილი-გელმანი დააკავა. მის წინააღმდეგ პროტოკოლი შეადგინეს აქციაზე მოქცევის წესის დარღვევისთვის და შემდეგ გაათავისუფლეს.

ოქტომბერში Pussy Riot-ის წევრებმა ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეზე რუსეთის სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდეს. აქციის შემდეგ მასში მონაწილე ათამდე წევრი დააპატიმრეს და ჯარიმების გადახდა დააკისრეს.

კომენტარები