ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი

Shannon Stapleton/Reuters

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2 306 პაციენტი.

5 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 158 154 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 129 210 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 462 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 482.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები