არჩევნები 2020

კალაძე: დიდი იმედი მაქვს, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებზე საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციაში მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც სახელმწიფოებრივად ფიქრობენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

"ოპოზიციურ პარტიებში არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც ასე იქნება მიღებული". – ამბობს კალაძე. 

მისივე თქმით, ფასილიტატორების დახმარებით, საბოლოო ჯამში, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ. 

ასევე, ძალიან დიდი იმედი მაქვს მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, რომელიც ხორციელდება, ამისთვის მათ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული.

პარტია ლელო საქართველოსთვის ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ერთმანეთს პოზიციების შესაჯერებლად ხვდებიან.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნები უცვლელია: თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.
 

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

კომენტარები