კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 622 დადასტურდა, იმერეთში – 517, აჭარაში – 313

ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 622 დადასტურდა, აჭარა - 313, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 187, შიდა ქართლი - 82, გურია - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 160, კახეთი - 161, მცხეთა მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

30 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 132 368 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 110 049 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 267 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 21 063 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები