პომპეოს ვიზიტი

ზალკალიანი პომპეოს ვიზიტზე: ფაქტია, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ს ყველაზე ახლო მოკავშირეა

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია დროის თვალსაზრისით, ასევე იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია შექმნილი. მხედველობაში მაქვს ის ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება და გამოწვევები, რომლის წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად რეგიონი... რა თქმა უნდა, ამ ვიზიტზე ჩვენ დიდი ხანია, ვმუშაობდით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ზუსტად ამ დროს, ამ პერიოდს დაემთხვა. თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგა, ეს არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, საქართველო არის აშშ-ის ყველაზე ძლიერი დასაყრდენი. ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, ის კონკრეტული შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს და ის შეფასებები, ყველა თანხმდება, როგორც საქართველო, ისე ამერიკული მხარე, რომ როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა სტრატეგიული პარტნირობა ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთაშორისი ურთიერთობა, ეს არის ის ძირითადი ოთხი მიმართულება, რაზეც ჩვენ მუდმივად სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვსაუბრობთ ამერიკასთან. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე.

კომენტარები