პომპეოს ვიზიტი

ზურაბიშვილი: საქართველო ამერიკის პოლიტიკის ერთერთ მთავარ, მყარ საყრდენად რჩება ამ რეგიონში

ეს იყო შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის, მითუმეტეს დღეს, როცა ამ რეგიონში ცვლილებები მიმდინარეობს.

ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო სახელმწიფო მდივანი [...] ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდითაა. მე ამისთვის მადლობა გადავუხადე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის კრიზისის ფონზე, ამერიკამ კიდევ ერთხელ განაახლა მხარდაჭერა ეკონომიკურად და სამომავლოდ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ის ვაქცინები, რომლებიც დაგვჭირდება, როგორც კი გამოვა და ამის საშუალება მოგვეცემა.

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა ამ რეგიონში ჩვენი მხარდამჭერია და იცის, რომ საჭიროა უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ რეგიონში [...]

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი, რაც ოკუპირებული ტერიტორიებია, ამის მიმართ, კიდევ ერთხელ გაამყარა ამერიკამ თავისი პოზიცია, მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის და მზადყოფნა იმისთვის, რომ აქაც სამშვიდობო პროცესი, მოლაპარაკებები იყოს განახლებული და გაძლიერებული, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იქნება მეტი ამერიკა საქართველოში, რეგიონში და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში. ამისთვის, ამ ვიზიტისთვის და შინაარსისთვის ძალიან მადლობელნი ვართ...

ამბობს საქართელოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეროსთან გამარტული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები