კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევიდან 1 249 თბილისში გამოვლინდა, 516 – აჭარაში

CDC/Science Photo Library

კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 249 გამოვლინდა, აჭარაში - 516, იმერეთში - 477, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 212. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

მისივე ინფორმაციით, შიდა ქართლში 181 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვემო ქართლში - 178, გურიაში - 82, კახეთში - 70, მცხეთა-მთიანეთში - 121, სამცხე-ჯავახეთში - 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში 5, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2.

16 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი - გარდაიცვალა. სულ COVID 19-ის 16 785 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები