მალი

საფრანგეთის სამხედრო ძალებმა მალიში ალ-ქაიდას ერთერთი სამხედრო ლიდერი მოკლეს

Reuters

სარანგეთის სამხედრო ძალებმა მალიში ოპერაციის დროს მოკლეს ალ-ქაიდას ჩრდილოეთაფრიკული ფრთის სამხედრო ლიდერი ბაჰ აგ მუსა. ინფორმაცია საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორანს პარლიმ გაავრცელა.  

მალის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი მალის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯიჰადისტური დაჯგუფების ხელმძღვანელის მარჯვენა ხელი იყო.

"მიჩნეულია, რომ საჰელში ჯიჰადისტურ მოძრაობის ისტორიული ფიგურა, ბაჰ აგ მუსა პასუხისმგებელია მალის და საერთაშორისო სამხედრო ძალებზე რამდენიმე თავდასხმაზე" - თქვა პარლიმ.

ტერორისტული დაჯგუფება სისტემატურად ესხმოდა თავს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს მალისა და მეზობელ ბურკინა ფასოში.

ბაჰ აგ მუსა ტერორისტთა აშშ-ს სიაშიც იყო შეყვანილი. ფლორანს პარლიმ აღნიშნა, რომ მუსას სიკვდილი ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების 5 100 კაციანი შემადგენლობაა განლაგებული, რომელთა დიდი ნაწილი მალიშია მობილიზებული.

კომენტარები