რომან პოლანსკი

რომან პოლანსკი სეზარის საბჭოდან გარიცხეს

NY Times

საფრანგეთის კინოაკადემიამ დაჯილდოება სეზარის საბჭოდან რეჟისორი რომან პოლანსკი გაათავისუფლა. 

საბჭოდან პოლანსკის გარდა კიდევ 17 ადამიანი გარიცხეს. დღეისათვის სეზარის საბჭო 164 ადამიანით არის დაკომპლექტებული(82 კაცი და 82 ქალი). მათ საფრანგეთის კინოაკადემიის 4300 წევრი ირჩევს.

სეზარი უდიდესი ჯილდოა, რომელიც 1976 წლიდან ფრანგ კინომოღვაწეებს გადაეცემა.

1977 წელს აშშ-ს პოლიციამ რომან პოლანსკი 13 წლის მოზარდი გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. სასამართლოს დაწყებამდე გირაოთი გამოსული რეჟისორი საფრანგეთში გაიქცა. ემიგრაციაში ყოფნისას ის აგრძელებდა ფილმების გადაღებას და 2002 წელს "პიანისტისთვის" ოსკარიც მიიღო. მისმა უკანასკნელმა ნამუშევარმა "ოფიცერმა და ჯაშუშმა" სეზარის 12 ნომინაცია მიიღო, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. თებერვალში საფრანგეთის კინოაკადემიის ხელმძღვანელი გადადგა და მისი ადგილი ვერონიკა კაილმა დაიკავა. სეზარის ჟიურის შემცირება კაილის პირველი სერიოზული გადაწყვეტილებაა.

 

კომენტარები