კორონავირუსი საქართველოში

652 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 329 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ახალი კორონავირუსის 16 981 აქტიური შემთხვევიდან 633 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 309 თბილისში მკურნალობს, 163 იმერეთში, ხოლო 101 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 357 ინფიცირებული იმყოფება, 191 – თბილისში, 101 – აჭარაში.

საავადმყოფოებში სულ 4 957 ადამიანი მკურნალობს, 3 413 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 8 611 – ბინაზე.

13 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 154  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 55 511 გამოჯანმრთელდა, 636 კი გარდაიცვალა. სულ 16 981 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები