ერდოღანი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრი გააკონტროლებს

aawsat.com

თურქეთი რუსეთთან ერთად გააკონტროლებს მთიანი ყარაბაღის შესახებ შეთანხმების შესრულებას.

"დღეს დილით ხელი მოეწერა პროტოკოლს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლისა და მონიტორინგის ერთობლივი თურქეთ-რუსეთის ცენტრის შესახებ". – თქვა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო სხდომაზე 11 ნოემბერს.

ცენტრი შეიქმნება აზერბაიჯანისთვის დაბრუნებული სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე.

ერდოღანის თანახმად, ცენტრის საშუალებით გაკონტროლდება ყველა მოქმედება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის აღსაკვეთად.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ასევე განიხილა 10 ნოემბერს ხელმოწერილი მთიანი ყარაბაღის შეთანხმების პირობები და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, "ისტორიული გამარჯვება" მიულოცა.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო. შეთანხმებით კმაყოფილია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ამას ბრწყინვალე გამარჯვებასა და სომხეთის კაპიტულაციას უწოდებს.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები