COVID 19

დანიურ წაულებში ახალი კორონავირუსის მუტირებული ვერსია აღმოაჩინეს

დანია გეგმავს, რომ წაულების ფერმების პოპულაცია 15 მილიონით შეამციროს მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალი მუტაცია ცხოველებიდან ადამიანებს გადაედო. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა, ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მუტირებულ ვირუსს შეუძლია გავრცელდეს სხვა ქვეყნებში და "შესაძლოა, წარმოადგენდეს რისკს მომავალი ვაქცინის ეფექტიანობისთვის." 

"ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მაგრამ იმ მუტაციით, რომელიც აღმოაჩინეს, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე,"- ამბობს ის. 

დანია წაულების ბეწვის მსოფლიოს მთავარი ექსპორტიორია. სახელმწიფო ანგარიშების თანახმად, დანიას წაულების პოპულაციის ამოწყვეტა $785 მილიონი დაუჯდება. ამჟამად წაულებისგან კორონავირუსით 12 ადამიანის ინფიცირებაა დადასტურებული. 

სტატენსის პლაზმის ინსტიტუტის დირექტორმა, კარე მოლბაკმა განაცხადა, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში იქნება "ახალი პანდემია, რომელიც თავიდან დაიწყება დანიიდან. ამიტომ ეს ყველაფერი უკიდურესად სერიოზულად უნდა აღვიქვათ."

დანიის პრემიერმინისტრის თანახმად, გადაუდებელი მდგომარეობების ეროვნული სამსახური, პოლიცია და ჯარი მობილიზებული იქნება, რათა დაეხმაროს ფერმებს წაულების ამოხოცვაში.

როიტერსი იტყობინება, რომ ჩრდილოეთ დანიაში 783 ინფიცირებულიდან დაახლოებით ნახევარი წაულების ფერმებში დაავადდა. 

კორონავირუსი მუტაცის ნელა, მაგრამ რეგულარულად განიცდის. ვირუსის განსხვავებული ვარიანტი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის უფრო სახიფათო იქნება. მაგალითად, მკვლევრებს შესწავლილი აქვთ კორონავირუსის ერთ-ერთი მუტაცია, D614, ვირუსის სპაიკ ცილაში, რომელიც, შესაზლოა, ზრდის მის ტრანსმისიას. თუმცა, მათ დაასკვნეს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ზრდის ვირულენტურობას და გავლენა აქვს ვაქცინის ეფექტიანობაზე.

 

კომენტარები