NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბელარუსი

მინსკში მომიტინგეებმა, მათ შორის ბევრმა პენსიონერმა, ანტისამთავრობო აქცია გამართეს

სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2020 - 15:53
tbl.ge/57gv
დაკოპირდა

2 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 1000-ზე მეტი მომიტინგე კვლავ გამოვიდა ალექსანდერ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით.

მომიტინგეებს შორის ბევრი პენსიონერი იყო. მათ ხელში ეკავათ ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი დროშები, რაც ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლო გახდა. 

"ლუკაშენკო! სასამართლო!"; "გამარჯვებამდე, ბოლომდე!" - გაიძახოდნენ მსვლელობის მონაწილეები.

Tweet

პირველი ნოემბრისგან განსხვავებით, როდესაც მინსკში აქციაზე ასობით ადამიანი დააკავეს, 2 ნოემბრის აქციაზე დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

პირველ ნოემბერს სამართალდამცავებმა ათასობით მომიტინგის დასაშლელად გამოიყენეს ასაფეთქებელი საშუალებები, რეზინის ტყვიები. დააკავეს, დაახლოებით, 300 ადამიანი. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, დაკავებულებს შორის 4 ჟურნალისტია, მათგან 2 სასტიკად სცემეს.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.

ბელარუსიაქციალუკაშენკოაქცია ბელარუსში

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 3 აპრილი, 2026 - 11:41ბელარუსში რუსეთის მსგავსად, ანტი-LGBTQ+ კანონი მიიღეს
  • პარასკევი, 13 მარტი, 2026 - 13:20ICC ბელარუსის შესაძლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიებას იწყებს
  • პარასკევი, 20 თებერვალი, 2026 - 18:34ბელარუსმა პატიმრობიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიკოლა სტატკევიჩი გაათავისუფლა
  • შაბათი, 13 დეკემბერი, 2025 - 18:55ბელარუსულ კალიუმზე აშშ-ს სანქციებს მოხსნის ფონზე ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა
  • ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025 - 12:42BelTA: ბელარუსის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕