ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ახალი ინფიცირებული პაციენტებიდან 91 სამედიცინო პერსონალია

იმედი

დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სამედიცინო მედპერსონალის ინფიცირების რიცხვმა "ოდნავ დაიკლო". გამყრელიძის ცნობით, ყოველდღიურად მედპერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი 100-ს აჭარბებდა, დღეს კი 91 შემთხვევა აღირიცხა.

გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა არის, თუმცა, ეს შემოდგომაზე, ქვეყნის ყველა რეგიონში, მოსალოდნელი იყო.

"ეს ზრდა პროგნოზების მიხედვით კვლავ მზარდი დარჩება, ამიტომ მთავარია ყურადღება პრევენციულ ღონისძიებებზე". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

1-ელი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 28 და გამოჯანმრთელდა 2 413 ადამიანი. 

ქვეყანაში კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 25 104 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 15 262 აქტიური შემთხვევაა, 31 ოქტომბერს ეს რიცხვი 15 912 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები