ახალი კორონავირუსი საქართველოში

ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

შსს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მეზვრიშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულთა მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება, ასევე თვითიზოლაციაშია პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც.

დღეს, 2 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 7 და გამოჯანმრთელდა 1 696 ადამიანი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 26 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები