არჩევნები 2020

დმანისში კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე დაჭრეს

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის დმანისის შტაბის ხელმძღვანელი და დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე, მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს.

"ორი ტყვიით არის ფეხში დაჭრილი და მივდივარ მეც ბოლნისში, დმანისიდან მოჰყავთ ბოლნისში, რადგან დმანისის საავადმყოფოში ნორმალური ქირურგი არაა. არაფერი ვიცი, იმედი მაქვს, რომ გადარჩება. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, ორი თვეა მიდის ეს პროცესი, სროლა, მთელი ამბავი და დასაჯეს მერაბი იმიტომ, რომ მე მიჭერდა მხარს". – ამბობს კახა ოქრიაშვილი ტვ პირველთან საუბრისას. 

ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარები