არჩევნები 2020

უგულავა: საკუთარი ტელევიზიებით გამოცხადებული ეგზიტპოლი აბსოლუტურად არასერიოზულია

ევროპული საქართველო

"საკუთარი ტელევიზიებით გამოცხადებული ეგზიტპოლი აბსოლუტურად არასერიოზულია." - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი და ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა. 

"ამ არჩევნებმა ნათლად აჩვენა ერთი მთავარი რამ, რომ საზოგადოებას ცვლილებები სურს, საზოგადოებას უნდა გარდამტეხი ცვლილებები და მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა პირიქითა საქართველოს კონსოლიდაცია, საზოგადოების უმრავლესობა ჯერჯერობით არავის არ გაუუქმებია, 50% და მეტი არის უმრავლესობა და 50%-ს ქვემოთ არის უმცირესობა.   

ასე რომ, ეგზიტპოლით ზეიმი, რაც ჩვენ ვნახეთ, საკუთარი ტელევიზიებით გამოცხადებული ეგზიტპოლი აბსოლუტურად არასერიოზულია. ძალიან არასერიოზული იყო ივანიშვილის გამოჩენა, ხაშლამასავით ჩამოატარეს ორი წუთით და გააქანეს. გავიგეთ, რომ ბატონ ივანიშვილს კოვიდის ეშინია, მაგრამ ზუსტად კოვიდის რომ ეშინია საზოგადოებას, სწორედ ამისთვის უნდა წავიდეს მთავრობა, მათ ჩააფლავეს პანდემიასთან ბრძოლა, ჩააფლავეს უმუშევრობასთან ბრძოლა და ჩააფლავეს კრიმინალთან ბრძოლა. დღეს არის მთავარი, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ თითოეულ ხმას, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა გვარგუნა, მოვუწოდებ კომისიის ყველა წევრს და ჩვენი პარტიის დამკვირვებლებს, თითოეულ ხმას აქვს ოქროს ფასი." - ამბობს გიგი უგულავა ფორმულასთან ინტერვიუში. 

ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები