გირჩი

ჯაფარიძე: გირჩი TV-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

გირჩი

გირჩის ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით გირჩი TV-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

დაზინაებულია გირჩი TV-ს ქსელი და დაკარგულია სერვერზე შენახულ ფაილებზე წვდომა.

როგორც ჯაფარიძე თავის Facebook-გვერდზე წერს, ტელევიზია და გუნდი, რომელიც წინასაარჩევნო ვიდეოებს ამზადებდა სრულიად პარალიზებულია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე გირჩს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძებ Facebook Live-ში ისაუბრა.~

"საქალაქო სასამართლოსთან ვართ, სამი დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამართლოში გვიჩივლეს, რომ დაგვაკარგინონ დრო. აუდიტის სამსახური გვიჩივის, რომ გირჩი TV-მ გაუშვა თურმე, პარტია გირჩის რეკლამა უფასოდ, დედითმამლუქი თუ გაქვთ ნანახი, მაგ ვიდეოზეა საუბარი, რომ ეგ ყოფილა თურმე გირჩის რეკლამა, რომელიც უფასოდ გაუშვა გირჩი TV-მ.  828 ლარის ოდენობის რეკლამა იყოო ეგო, როგორ დათვალეს, არ ვიცი და გვაჯარიმებენ მაგის ორმაგი ოდენობით და დაგვიბარეს სასამართლოში". – ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე შესვლას და "ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ". 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები