ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში გამოვლინდა, 487 – აჭარაში

23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილი COVID-19-ით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში გამოვლინდა, 487 – აჭარაში, 356 – იმერეთში, 69 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 36 – ქვემო ქართლში, 35 – შიდა ქართლში, 30 – სამცხე-ჯავახეთში, 24 – კახეთში, 17 – გურიაში, 12 მცხეთა-მთიანეთში, 7 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. 

თქვა ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

23 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში გარდაიცვალა კიდევ 5 და გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები