თბილისის ანძა

თბილისის ანძა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

თბილისის მერია

თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ანძის განათების თხოვნით დედაქალაქის მერიას აზერბაიჯანის საელჩომ მიმართა. ქვეყანა 18 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დედაქალაქის მერია ტრადიციულად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, თბილისის ანძას მათი სახელმწიფო დროშების ფერებში ანათებს. წელსაც ანძა განათდა ბრაზილიის, თურქმენეთის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის,
ლიბიის, ინგლისის, სომხეთის, აშშ-ის და გერმანიის დროშების ფერებში.

კომენტარები