შოთა არველაძე

შოთა არველაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ ფახთაქორის მწვრთნელი შოთა არველაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთლდა. ამის შესახებ არველაძე თავის Facebook გვერდზე წერს.

"ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ". – წერს შოთა არველაძე.

 

 

კომენტარები