შოთა არველაძე

შოთა არველაძე: სწრაფი ტესტით COVID-19 დამიდასტურდა, ველოდები PCR ტესტის პასუხს

facebook.com/kasimpasa

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელსა და ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ ფახთაქორის მწვრთნელი, შოთა არველაძე Facebook-ზე წერს, რომ კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა.

"სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის". – წერს არველაძე.

ინფორმაცია, რომ არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავდაპირველად უზბეკურმა მედიამ გაავრცელა

კომენტარები