ქობულეთი

ქობულეთში სამშენებლო ამწე წაიქცა – დაშავდა ერთი პირი

BATUMELEBI.GE

ქობულეთში სამშენებლო ამწის წაქცევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ამწეზე მუშაობდა და ის ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები