აივ ინფიცირება

1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 418 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 418 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შარშან ამავე პერიოდში ინფიცირების 503 ახალი შემთხვევა აღირიცხა. 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში 8520 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 6 362 კაცია, 2158 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1766 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, 2020 წელს გარდაიცვალა 131 აივ ინფიცირებული. 

1-ელი ოქტომბრის მონაცემებით აივ მკურნალობას 5297 პაციენტი იტარებს, მათ შორის 46 ბავშვია. 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 

  • 36.5% (3111) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 
  • 49.1% (4181) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 
  • 12.0% (1031) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 
  • 1.3% (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 
  • 0.5% (41) - სისხლის რეციპიენტია; 
  • 0.6% (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია; 

თბილისში აივ ინფიცირების 3 169 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელია. სამეგრელოში 1 168 შემთხვევაა, იმერეთში 1 020, აჭარაში 974, აფხაზეთში 529, კახეთში 427, ქვემო ქართლში 485, შიდა ქართლში 316, გურიაში 181, სამცხე-ჯავახეთში კი 113.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ცნობით, საქართველოში 116 აივ ინფიცირებული ბავშვია. მათ შორის 70 ბიჭია, 46 გოგონა. 27 გარდაიცვალა, 3 კი ქვეყნიდან გავიდა. 

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: 

  • ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); 
  • სისხლის რეციპიენტი - 4; 
  • დაუდგენელი - 2.

კომენტარები