აივ ინფიცირება

ბოლო წლებში აივ ინფექციის შემთხვევები სტაბილურად იზრდება – შიდსის ცენტრის სტატისტიკა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, ცენტრში რეგისტრირებულია 8823 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 6587 – მამაკაცი, 2236 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1834 გარდაიცვალა.

16 მაისის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5517 (4897 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 (35 + 9 (აფხაზი ბავშვი) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით:

  • 35.7 % (3153) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;
  • 49.6 % (4378) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
  • 12.4 % (1091) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
  • 1.3 % (112) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
  • 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია;
  • 0.5 % (48) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3305 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში – 1197; შემდეგ იმერეთში – 1058; აჭარაში – 1006; აფხაზეთში – 532; კახეთში – 443; ქვემო ქართლში – 499; შიდა ქართლში – 327; გურიაში – 187; სამცხე-ჯავახეთში – 121.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530;

2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია აივ ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 187 ახალი შემთხვევა. 2021 წელს 41 აივ ინფიცირებული გარდაიცვალა. 2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018 წ. – 135, 2017 წ. – 127, 2016 წ. – 168, 2015 წ. – 94, 2014 წ. – 84 პირი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 47 – გოგონა. 30 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა. 

კომენტარები