როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკის შემცირება გვაქვს, მაგრამ ამ შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება, რაც არაერთხელ გვითქვამს. კერძოდ, აგვისტოში არის მინუს 5,3 პროცენტი, ივლისში იყო მინუს 5,5%, ივნისში - მინუს 7,7%, მაისში მინუს 13,5% და ასე შემდეგ. ეს მაჩვენებლები ცალსახად აჩვენებს, რომ გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკის კლების ტემპი შემცირდა. აგვისტოში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა და სწრაფი პროგრესით ხდება. წლის ბოლომდე კლების ტემპი ორჯერ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საშუალო ევროპულია ნავარაუდევი, ხოლო მომავალი წელი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება.
tbl.ge/544n
დაკოპირდა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის 5.3%-ით შემცირების შესახებ განცხადება გაავრცელა.
ამავე თემაზე
- ქვრივიშვილი: სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაძლიერდა ნდობა, რომ ჩვენი მომავალი პოზიტიურია
- სებ ჩინურ CIPS-თან თანამშრომლობაზე: არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
- კობახიძე: ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა
- საქართველოს მოსახლეობის 56% ეკონომიკურ კრიზისს ელის – ACTR-ის კვლევა
- ყოველ მე-5 მოქალაქეს სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვს – "საზოგადოება და ბანკები"




