შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა.
მათივე ცნობით, აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.