უმაღლესი სასწავლებლები

მეზვრიშვილი: უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა, ამ ეტაპზე, დისტანციურად გაგრძელდება

შსს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. 

"რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება". - თქვა მეზვრიშვილმა. 

კერძო და საჯარო სკოლები და უმაღლესი დაწესებულებები 15 სექტემბრიდან ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ

რაც შეეხება სკოლებს, მეზვრიშვილის ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახში გააგრძელებენ. ფოთსა და გორში გადაწყვეტილება ყველა კლასის მოსწავლეს შეეხება. 

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო და სწავლა დისტანციურად განახლდა.

კომენტარები