კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ინფიცირებულთა რიცხვმაც მოიმატა, პირდაპირ კავშირშია

პანიკის საფუძველს იმიტომ არ გვაძლევს ეს მაჩვენებელი, რომ როგორც ვიცით, ტესტების რაოდენობა მასშტაბურად გაიზარდა წინა თვეებთან შედარებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფიცირებულთა რაოდენობაც გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, პირდაპირპროპორციულ კავშირშია ტესტირება წესით და კანონით ინფიცირებასთან. ანუ, რაც უფრო მეტ ტესტს ჩავატარებთ, უფრო მეტი ინციდენტობის მაჩვენებელი შეიძლება მივიღოთ.

მესმის, არის გაორმაგებული შემთხვევები, არის ტენდენცია ზრდისკენ, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ მაინცდამაინც უნდა ვინერვიულოთ, მაინცდამაინც უნდა ვთქვათ - ვაიმე, რა გვეშველება და ასე შემდეგ.

თბილისის საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი 12 სექტემბერს, TV პირველის კითხვაზე, გახაფხულთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელი რატომ არ გვაძლევს ოანიკის საფუძველს

კომენტარები