NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბელარუსი

პოლონეთის პრემიერი: ვიშეგრადულ ოთხეულს სურს, ბელარუსი მოქალაქეები ვიზის გარეშე შეუშვან

პარასკევი, 11 სექტემბერი, 2020 - 18:50
tbl.ge/52ft
დაკოპირდა

11 სექტემბერს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ ვიშეგრადულ ოთხეულს – პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს, სურთ, რომ ბელარუსი მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნებში უვიზოდ შესვლის იდეა წამოაყენონ და ქვეყანას ახალი მხარდაჭერის პაკეტი გამოუყონ. 

"ჩვენ გვინდა სამომავლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთავაზების წამოყენება... ჩვენ გვსურს, რომ შევთავაზოთ უვიზოდ შესვლა ბელარუს მოქალაქეებს და ეკონომიკური პაკეტი ბელარუსის მომავლისთვის", – განაცხადა მან ქალაქ ლუბლინში.

9 სექტემბერს მატეუშ მორავიეცკი შეხვდა ბელარუს ოპოზიციონერებს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ოლღა კოვალკოვას.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

კოვალკოვას თქმით, 6 სექტემბერს ის იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა - მაღალჩინოსნებმა მას უთხრეს, რომ კიდევ დააპატიმრებენ, თუ ქვეყანას არ დატოვებს. ამჟამად ის პოლონეთშია.

ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს უკანასკნელი წევრია, რომელიც არ დაუპატიმრებიათ და რომელიც ბელარუსში რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების 31 წევრს, მათ შორის, ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. ამჟამად აშშ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

 

პოლონეთიბელარუსივიშეგრადული ოთხეულიაქცია ბელარუსში

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 3 აპრილი, 2026 - 11:41ბელარუსში რუსეთის მსგავსად, ანტი-LGBTQ+ კანონი მიიღეს
  • პარასკევი, 13 მარტი, 2026 - 13:20ICC ბელარუსის შესაძლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიებას იწყებს
  • პარასკევი, 20 თებერვალი, 2026 - 18:34ბელარუსმა პატიმრობიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიკოლა სტატკევიჩი გაათავისუფლა
  • შაბათი, 13 დეკემბერი, 2025 - 18:55ბელარუსულ კალიუმზე აშშ-ს სანქციებს მოხსნის ფონზე ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა
  • ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025 - 12:42BelTA: ბელარუსის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕