პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

გახარია ვაშაძეზე: ჟურნალისტებთან ჭორაობის ნაცვლად, ინფორმაცია შესაბამის უწყებებში მიიტანოს

"იმის მაგივრად, ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს. ინსტრუქცია გადაეცით". – ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მათ ერთერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება არის კანონით დასჯადი ქმედება, რომელზეც, თუ ასეთი რამ მოხდა და ეს არ არის ვიღაცის თავში დაბადებული ფანტაზია, აღიძრება საქმე და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული". – ამბობს გიორგი გახარია.

დღეს, 6 სექტემბერს, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მათ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი მომხდარ ფაქტს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს და აცხადებს, რომ განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, მათი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

კომენტარები