მარისოლ ნიკოლსი

რივერდეილის მსახიობი FBI-ს პედოფილების დაჭერაში ეხმარებოდა

TVLine

მარისოლ ნიკოლსი, სერიალ რივერდეილში ჰერმიონ ლოჯის როლის შემსრულებელი, 6 წლის განმავლობაში FBI-სთან თანამშრომლობდა.

მსახიობი ამერიკულ სპეცსამსახურებს პედოფილების გამოვლენაში და დაპატიმრებაში ეხმარებოდა. სპეცოპერაციების დროს იგი ბავშვად ან ბავშვის მშობლად ასაღებდა თავს. 

წლების წინ მსახიობი კრიმინალურ სერიალში CSI მონაწილეობდა, 2012 წელს მისმა კარიერამ დაღმასვლა დაიწყო და ნიკოლსმა სამართალდამცავებთან თანამშრომლობა დაიწყო.

ნიკოლსის ისტორიის მიხედვით Sony სატელევიზიო სერიალის გადაღებას გეგმავს.

კომენტარები