ჯეიმს ბონდი

ფილმის No Time To Die-ს ახალი პოსტერი გამოქვეყნდა [ფოტო]

კერი ფუკუნაგას ფილმის, No Time To Die ახალი პოსტერი გამოქვეყნდა. ფილმი ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე ეკრანიზაცია იქნება. ბრიტანული სპეცსამსახურების სუპერაგენტის როლს კვლავ დენიელ კრეიგი ასრულებს.

ჯეიმს ბონდის Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა 3 სექტემბერს ფილმის ახალი ტრეილერის გამოსვლაც დააანონსა.

თავდაპირველად, ფილმის პრემიერა 9 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო No Time To Die მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გამოვა.

კომენტარები