Charlie Hebdo

თავდასხმიდან მეხუთე წლისთავზე შარლი ებდო მუჰამედის კარიკატურას ხელმეორედ დაბეჭდავს

ArtyPin

ფრანგული გამოცემა, შარლი ებდო მუჰამედის იმ კარიკატურას ხელმეორედ დაბეჭდავს, რომელსაც 2015 წელს რედაქციაზე ტერორისტების თავდასხმა მოჰყვა.

გამოცემის განმარტებით, კარიკატურა ხელახლად გარდაცვლილი კოლეგებისთვის პატივის მისაგებად დაიბეჭდება, რომლებიც 5 წლის წინ დაიღუპნენ. 

2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შარლი ებდოს რედაქციაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ ქაიდამ და ისლამურმა სახელმწიფომ აიღეს. 

კომენტარები