ავარია

ზუგდიდში უბედური შემთხვევის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა - დედა შვილს შემთხვევით დაეჯახა

ზუგდიდის სოფელ წყაიაში ავარიის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა სახლის ეზოში მოხდა, როცა დედა მანქანას აყენებდა. 

გოგოს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

კომენტარები