NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აქციები აშშ-ში

ვისკონსინში პოლიციამ შავკანიანი კაცი დაჭრა, აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

სამშაბათი, 25 აგვისტო, 2020 - 13:16
tbl.ge/50td
დაკოპირდა
EPA
EPA
EPA

აშშ-ში, ვისკონსინის შტატში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქალაქ კენოშაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცამ შავკანიან კაცს ესროლა.

შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა. ჯეიკობ ბლეიკი ამჟამად საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციელებმა მას რამდენჯერმე ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჩაჯდომას ცდილობდა. პოლიციამ დაჭრილ კაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უმიზნებენ ცეცხლსასროლ იარაღს პოლიციელები ჯეიკობ ბლეიკს. ბლეიკი საკუთარ მანქანასთან მიდის, კარს აღებს და იხრება, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი მას მაისურში სწვდება და ცეცხლს ხსნის. ვიდეოში 7 გასროლა ისმის. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია ოჯახური ინციდენტის გამო გამოიძახეს. უცნობია ვინ გამოიძახა სამართალდამცველები და რა უძღოდა წინ ვიდეოში ასახულ მოვლენებს.

ბლეიკის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ დაშავებული კაცი 3 შვილის მამაა და ოჯახური კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდა, პოლიცია კი არაჰუმანურად მოიქცა.

ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.

აქციები უკვე ორი დღე გრძელდება. გუბერნატორმა ტონი ევერსმა პოლიციის დასახმარებლად როვნული გვარდიის მობილიზება მოითხოვა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა კენოშას საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენობაში შეჭრა სცადა. ისინი ბლეიკის დაჭრაში მონაწილე პოლიციელების დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. მათ დაწვეს მანქანები. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ქალაქში ამოქმედდა კომენდატის საათი.

გუბერნატორმა პირობა დადო, რომ სპეციალური საკანონმდებლო სესია ჩაინიშნება, რომელზეც პოლიციის პასუხისგებაში მიცემის საკითხს განიხილავენ.

მეზობელ შტატში, მინესოტაში პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მოკვლას აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქცეიბი მოჰყვა. პროტესტი მთელ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

  • ჯორჯ ფლოიდის საქმე, აქციები აშშ-ში და პოლიციაში არსებული პრობლემები - ვრცლად

  • ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამოძახილი და რასიზმის პრობლემა - რას აპროტესტებენ ევროპაში?

აქციები აშშ-შიაშშვისკონსინიპოლიციის ძალადობაკენოშაჯეიკობ ბლეიკი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2020 - 11:02ტრამპი ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში ჩავიდა, სადაც საპროტესტო აქციები გრძელდება
  • ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2020 - 17:02ვისკონსინში აქციები გრძელდება, დაიღუპა 2 ადამიანი
  • შაბათი, 13 ივნისი, 2020 - 18:33მომიტინგეები სიეტლში, ლენინის ძეგლთან

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:58

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება

"სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:37

"სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან

საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:05

საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო

"ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 16:59

"ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს

შიდა ქართლის პოლიციის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა, ბზიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 15:54

შიდა ქართლის პოლიციის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა, ბზიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში