ახალი კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი კარანტინში იმყოფება.

22 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1394 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1132 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები