კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში ინფიცირებული 22 მლნ პაციენტიდან თითქმის 15 მლნ გამოჯანმრთელდა, 778 000 - გარდაიცვალა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 22 მილიონს გადააჭარბა. აქედან თითქმის 15 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 778 000-ზე მეტი პაციენტი.

აქტიური 6 485 973 შემთხვევიდან 1%-ის (62,126) ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია, ხოლო 99%-ის (6,423,847) - მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა – 5 612 230; გარდაიცვალა დაახლოებით 173 761 პაციენტი, გამოჯანმრთელდა თითქმის სამი მილიონი.

ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ს ბრაზილია მოსდევს – 3 363 235 ადამიანი, დაიღუპა – 108 654, გამოჯანმრთელდა – 2 478 494; მესამე ადგილზე ინდოეთია – 1 978 747; დაიღუპა – 51 955; გამოჯანმრთელდა – თითქმის ორი მილიონი. 

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 1131 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 920 გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა.

კომენტარები