მსახიობი რაიან რეინოლდსი სტრიმინგსერვისების გახსნის ტენდენციას ხუმრობით გამოეხმაურა. დედპულის ვარსკვლავმა ახალი პლატფორმა Mint Mobile+ დაარსა, რომელზეც მხოლოდ ერთი ფილმი - Foolproof დევს.
"ყველა კომპანიას სჭირდება სტრიმინგსერვისი. წარმოგიდგენთ Mint Mobile+-ს, მსოფლიოში ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომ სტრიმინგსერვისს!" – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.
2003 წელს გადაღებული ფილმი Foolproof რეინოლდსის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა.