რაიან რეინოლდსი

RED NOTICE-ის გადასაღებ მოედანზე დაბრუნებამდე რაიან რეინოლდსმა კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა

Entertainment Weekly

რამდენიმე თვის წინ ფილმის, Red Notice-ის გადაღებები ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. 

გადასაღებ მოედანზე დაბრუნებულმა რაიან რეინოლდსმა პირველ რიგში COVID-19-ზე ტესტი ჩაიტარა.

"ვუბრუნდებით გადასაღებ მოედანს. კორონავირუსის ტესტი სწრაფად და მარტივად კეთდება. ექიმი ცხვირში გიყოფს სინჯს, იმდენად ღრმად რომ ბავშვობა გახსენდება. ცუდია, რომ პროცედურის სანაცვლოდ სადილს არავინ გთავაზობთ, როგორც ბავშვობაში". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

მომავალ მძაფრსიუჟეტიან ფილმში რეინოლდსის გარდა დუეინ ჯონსონი და გალ გადო თამაშობენ. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები