Netflix

NETFLIX-ს ჩვენების სიჩქარის შეცვლის ფუნქცია დაემატება

Nerdschalk

სტრიმინგსერვისი Netflix-ის მაყურებლისთვის ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს.

პირველი აგვისტოდან მომხმარებლები ნებისმიერი ვიდეოს აჩქარებას ან შენელებას შეძლებენ. პირველ შემთხვევაში 0.5 და 0.75 რეჟიმები იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მეორეში - 1.25 და 1.5.

ცვლილების შესახებ ლაპარაკი სტრიმინგსერვისის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დაიწყეს, რასაც არაერთი რეჟისორისა და მსახიობის ნეგატიური რეაქცია მოყვა.

ვიცეპრეზიდენტ კილ რობინსონის განმარტებით ახალი ფუნქცია თავად მაყურებელმა მოითხოვა. Netflix-ის პოზიციას მხარი უსინათლოთა და ყრუთა ნაციონალურმა ფედერაციებმაც დაუჭირეს. მათი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენელებულ რეჟიმში სუბტიტრების კითხვა უფრო მოსახერხებელია.

კომენტარები