ატომური ელექტროსადგური

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არაბულ სამყაროში პირველი ატომური ელექტროსადგური იხსნება

BBC

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დაიწყო პირველი ატომური ელექტროსადგურის ამუშავების ოპერაცია. სპარსეთის ყურის სანაპიროზე, კატარის საზღვართან მდებარე ეს ატომური ელექტროსადგური არაბულ სამყაროში პირველია.

სადგური სახელად ბარაქა სამხრეთკორეულ ტექნოლოგიას იყენებს და მისი ოთხი რეაქტორიდან ერთ-ერთში უკვე დაიწყო ატომის გახლეჩის პროცესი.

ატომური ელექტროსადგური 2017 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა მისი ამუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო გადაიდო. სადგურმა ელექტროენერგიაზე გაერთიანებული საამიროების მოთხოვნის მეოთხედი უნდა დააკმაყოფილოს. ქვეყანა ინვესტიციას დებს მზის ენერგიის მოპოვებაშიც.

გასულ წელს, კატარმა, რომლის საზღვართან ახლოსაც არის სადგური აშენებული, მას რეგიონული მშვიდობისა და გარემოსთვის უზარმაზარი საფრთხე უწოდა. თუმცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ პროექტი და პირველი რეაქტორის ამუშავება დადებითად შეაფასა და მხარდაჭერა გამოხატა.

რამდენიმე კვირის წინ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური პროექტი განახორციელა და მარსზე მისია გაგზავნა.

კომენტარები