ტარიელ ხეჩიკაშვილი

ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიამ 2018 წლიდან 3 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 3.7 მლნ მიიღო

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის შპს იბერია ავტო ცენტრმა 2018 წლიდან 3 ტენდერში უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა და შსს-სგან 3.7 მილიონი ლარი მიიღო.

შპს იბერია ავტო ცენტრს შპს იბერია ბიზნეს ცენტრი ფლობს, რომელმაც 2011 წლიდან 51 მილიონი ლარის ტენდერები, აგრეთვე, უკონკურენტოდ მოიგო.

შპს იბერია ბიზნეს ცენტრს, შპს აი ბი ჯი-ს ფლობს, რომლის მეწილეებს შორის ისევ ტარიელ ხეჩიკაშვილი, მისი მეუღლე და რუსული კომპანია არიან.

იბერია ავტო ცენტრმა მხოლოდ ოთხჯერ წააგო ტენდერი და აქედან ერთხელ ისევ ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილ სს ფრანს აუტოსთან.

კომენტარები