სეჩის მთავარი ციხესიმაგრე

უკრაინაში გეი კაზაკების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს

Bird In Flight

უკრაინაში გეი კაზაკების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სეჩის მთავარი ციხესიმაგრე" გამოვა. პროექტს რეჟისორი ევგენი კორშუნოვი ხელმძღვანელობს, მთავარი როლის შემსრულებელი და კოსტუმების დიზაინერი მიხაილ კოპტევია.

მომავალი ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება. 2013 წელს, ზაპოროჟიეში, ადგილობრივმა LGBT თემის წარმომადგენლებმა ორგანიზაცია "გეი ფორუმი - სეჩი" შექმნეს, რასაც კაზეკების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოყვა. 

"ყველას გაგვიგია რომ ჰომოსექსუალური კავშირების გამო კაზაკები ადამიანებს სჯიან. ჩემთვის მიუღებელია, რომ ტრადიციონალისტი და ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე ადამიანები უკრაინის გეი მოქალაქეებს კაზაკობასთან ასოცირებას უკრძალავენ". – ამბობს სურათის რეჟისორი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი პროექტ Coming Out of Isolation 2.0-ის ფარგლებშია გადაღებული, რომლის ვიდეოები LGBTQ თემის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს ეხმიანება.

კომენტარები