გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის ბიძა: რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით გავაჟღერე მცდარი ინფორმაცია

რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად გავაჟღერე მცდარი ინფორმაცია. პირდაპირ გეუბნებით, გულწრფელად.

მიზანი ის იყო, რომ, როდესაც ოჯახის პოზიციის კომენტირების ხარისხი ვიცოდით, იქ ასევე ვიცოდით შესაბამისი რეაგირებები -  რა როგორ ხდებოდა და რის მიხედვით, პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ხდება.

ამიტომ, რაღაც ეტაპებზე ჩავთვალეთ, რომ ამით შეიძლება გარკვეული პირების ერთგვარი ტესტირება მომხდარიყო და იქიდან სათანადო ინფორმაცია მიგვეღო, ამასაც კი ვაკეთებთ, ოღონდ შედეგი იყოს ისეთი, რომ სალაპარაკო არ გახდეს მერე, თითქოს მარტო ოჯახს უნდა ვიღაცის განზრახ მკვლელობით დასჯა და თურმე ასეთი მკვლელობის ფაქტი არ ყოფილა. ასე არ იქნება ბოლოს, ძიება რომ დამთავრდება, ბევრად წინ ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ, თუმცა, რაც დღეს გვაქვს, ისიც საკმარისია

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები