გიორგი შაქარაშვილის საქმე

გახარია შაქარაშვილის საქმეზე: მედია თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია

ქართული ოცნება

"მედია თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. 

გახარიას თქმით, "უაღრესად ცუდია", როდესაც მედია ვერსიებს არცელებს, რადგან, მისივე სიტყვებით, ოჯახის მორალურ მდგომარეობას უნდა გავუფრთხილდეთ. 

გიორგი გახარიას ამობს, რომ საკითხის პოლიტიზირებისთვის სივრცე არ უნდა დარჩეს და სამართალდამცავ სისტემას "სრულად აქვს გაზიარებული პასუხისმგებლობა", საქმე უმოკლეს ვადაში იყოს გამოძებული და ოჯახსა და საზოგადოებას კითხვები არ ჰქონდეს.

"სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ამ საკითხის პოლიტიზირება ხდება. ამის მორალური ფაქტორის შეფასება უკვე ბევრჯერ ვთქვი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ და მოქალაქეებმა ჩვენი ზრუნვა ოჯახზე, პირველ რიგში, იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას.  

მერწმუენთ, და მე ვიქნები პირადად დაინტერესებული, რომ თუკი იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ჩვენ პირველად უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ, ვინ იყო დამნაშავე. ამის შემდეგ, თუ იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი. ამ დასკვნებს აკეთებს გამოძება, ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. შიდა საქმეებსა და გამოძიებაში, მე, როგორც პრემიერმინისტრი, მონაწილეობას ვერ მივიღებ. თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლდება", - უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ. 

ექსპერტიზის მიზედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები