გიორგი შაქარაშვილის საქმე

ნიკოლაძე: საქმეში არის ახალი ვერსიები – ეს არ არის ხალხის საქმე და საზოგადოების გასარჩევი

მთავარი არხი

დღეს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. გარდაცვლილის ბიძას კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ ცნობილია, რომ მასალები საქმეში ახალი დეტალების შესახებ უკვე გადაეცათ ადვოკატებს.

"რაც იყო, ეს ვერსიები არის სამუშაო ვერსიები და არ არის საზოგადო. ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე და ყველასთან დაკავშირებით, მაგრამ, ვთვლი, რომ ეს არის სამუშაო ვერსია. ეს არ არის ხალხის საქმე და საზოგადოების გასარჩევი. ეს არის სამუშაო რეჟიმი და ჯერჯერობით ოჯახს არ აქვს პრეტენზია გამოძიებასთან". – ამბობს მირიან ნიკოლაძე

ცნობილია, რომ სახალხო დამცველი ასევე იკვლევს ბრალდებულებზე ზეწოლის ფაქტებსაც.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები