მარტინ სკორსეზე

მარტინ სკორსეზე როკ მუსიკოსის დევიდ იოჰანსენის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Entertainment Weekly

ოსკაროსანი რეჟისორი მარტინ სკორსეზე ახალ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, რომელიც ბენდ New York Dolls-ის ფრონტმენის, დევიდ იოჰანსენის შესახებ იქნება.

"დევიდ იოჰანსონს ათწლეულების განმავლობაში ვიცნობდი, New York Dolls-ის უნიკალური ჟღერადობა თავიდან არ ამომდის. პირველად ბენდს ბოროტ ქუჩებზე მუშაობისას მოვუსმინე". – ამბობს რეჟისორი.

სურათი მუსიკოსის კარიერულ გზას ასახავს. 60-იანი წლებიდან კორონავირუსის პანდემიამდე. 

სკორსეზეს მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, მას სხვადასხვა დროს ბობ დილანისა და Rolling Stones-ის შესახებ დოკუმენტური ფილმები აქვს გადაღებული. 

კომენტარები